ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია “YOUTH IN A CHANGING SOCIETY”

29 ოქტომბერი 2021

ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (Vilnius Kolegija University of Applied Sciences) ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებს  წლიურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე “YOUTH IN A CHANGING SOCIETY” მონაწილეობის მისაღებად.

 

კონფერენცია გაიმართება 9 დეკემბერს, 2021,  ონლაინ, Microsoft Teams-ის მეშვეობით.

 

კონფერენციის თემატიკაა:

  • სწავლის, მუშაობის და დასვენების საკითხები დღევანდელ საზოგადოებაში.
  • პირადი და პროფესიული კომპეტენციების განვითარება და მოტივაცია.
  • ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოში ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების გამოწვევები.
  • მეწარმეობის, კრეატიულობის, მოქალაქეობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ინიციატივები.

 

მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია  და გაგზავნოთ ნაშრომის აბსტრაქტი ელექტრონულ მისამართზე conference@vvf.viko.lt 25 ნოემბრამდე.

 

ნაშრომთან დაკავშირებული მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში: დანართი 1; დანართი 2; დანართი 3.   

 

სრული ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა არის 16 დეკემბერი,  2021 წელი ელექტრონულ მისამართზე conference@vvf.viko.lt

 

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს conference@vvf.viko.lt

 

 

წარმატებას გისურვებთ!