“CEEMAN”-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

20 სექტემბერი 2011


პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს "CEEMAN"-ის პრეზიდენტმა დანიცა პურგიმ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, "CEEMAN"–ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარემ დერეკ აბელიმ, "CEEMAN"-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვირგინიუს კუნდროტასიმ და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ბორის ლეჟავამ. პრესკონფერენციის შემდეგ კი "CEEMAN"-ის ოთხდღიანი კონფერენცია საპატიო სტუმრებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გახსნეს.

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით "CEEMAN"-ის კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, 21-24 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის თემა იყო: „სამენეჯმენტო განათლება ცვალებად სამყაროში: ვართ თუ არა მზად გამოწვევისთვის?" ("Management Education in a Changing World: Are We Ready for the Challenge?").

კონფერენცია, თემის აქტუალურობითა და მასშტაბურობით მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 150-მდე უნივერსიტეტის დეკანი, პრეზიდენტი და წამყვანი აკადემიური პერსონალი იღებდა მონაწილეობას.

კონფერენცია კულტურული ღონისძიებების შემცველი საზეიმო ვახშმით დაიხურა, სადაც სტუმრებმა ანსამბლ "რუსთავს" მოუსმინეს და ეროვნული ცეკვები იხილეს. 24 სექტემბერს კი მათ მცხეთა, ბორჯომი და სიღნაღი დაათვალიერეს.

გაზეთ "24 საათის" სტატია
გაზეთ "პრაიმ ტაიმის" სტატია
გაზეთ "ქრონიკის" სტატია


{phocagallery view=category|categoryid=136|limitstart=0|limitcount=0}