CST-ის მაგისტრანტები ავსტრიაში გაემგზავრნენ

8 სექტემბერი 2011


ვახტანგ ელერდაშვილი, კახაბერ ბექაური და გიორგი მურჯიკნელი ავსტრიაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სპეციალიზაციის საგნებს შეისწავლიან. პროგრამა დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებით და ასევე ითვალისწინებს სამაგისტრო პროექტის შესრულებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული მაგისტრის ხარისხი კურსდამთვრებულებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ მაღალ თანამდებობებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, და ასევე მზად იქნებან გააგრძელონ სწავლა საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე.