"Huawei-"ის წარმომადგენლები კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში

3 აპრილი 2011
კომპანიის პროდუქციას მსოფლიოში წამყვანი მობილური ოპერატორები იყენებენ, მათ შორის ქართული კავშირგაბმულობის კომპანიებიც.
"Huawei"-ის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს ქსელური მოწყობილობების პროტოტიპები და კავშირის სრულიად ახალი "ღრუბლის" სტილის საშუალებები წარუდგინეს. სტუდენტებთან შეხვედრისას წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიას გააჩნია სწავლების ცენტრები მსოფლიოს 20 ქვეყანაში და ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ქართველ სტუდენტებთან.