დეკანის მიმართვა

ძვირფასო აპლიკანტებო!

 

კავკასიის სადოქტორო სკოლის უპირველეს საქმიანობას წარმოადგენს იდეების გაზიარება, აკადემიური აზროვნების განვითარება და ახალი ცოდნის შექმნა კვლევითი თანამშრომლობის წახალისებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობის გზით.

 

მოხარული ვარ, რომ დაინტერესდით კავკასიის სადოქტორო სკოლის სადოქტორო პროგრამებით. ჩვენ ვაფასებთ თქვენ სურვილს განაგრძოთ აკადემიური მოღვაწეობა კავკასიის სადოქტორო სკოლაში და მზადყოფნას მოახდინოთ თქვენი დროისა და ძალისხმევის ინვესტიცია ამ დიდ საქმეში.  

 

კავკასიის სადოქტორო სკოლაში სწავლა არის ჭეშმარიტად გამორჩეული გამოცდილება. სკოლა შექმნილია იმისათვის, რომ მოგცეთ საშუალება განავითაროთ და მისდიოთ ახალ იდეებს და მიაღწიოთ ისეთ მიზნებს, რომლებიც სრულიად გარდაქმნის ადამიანთა ცხოვრებას.  კავკასიის სადოქტორო სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მისი გამორჩეული აკადემიური პერსონალი. ისინი იქნებიან თქვენი ხელმძღვანელები, მენტორები და კოლეგები სადოქტორო საფეხურზე სწავლისას და სწავლის შემდგომაც.  ჩვენ გვჯერა ჩვენი თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური ზრდის და ასევე გვჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ძლიერი ლიდერებისა და ნოვატორების გაზრდას.

 

ამჟამად სადოქტორო სკოლაში ფუნქციონირებს მენეჯმენტისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამები.

 

ზემოთ ჩამოთვლილ ძლიერ მხარეებთან ერთად, აღსანიშნავია კავკასიის უნივერსიტეტის მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ფუნქციონალური საორგანიზაციო მექანიზმები, რომლებიც წარმოადგენენ დამატებით ხელშემწყობ ფაქტორებს მაღალი ხარისხის სადოქტორო განათლების მისაწოდებლად. კავკასიის უნივერსიტეტს ასევე მაღალ დონეზე აქვს განვითარებული ინსტიტუციონალური და საერთაშორისო ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს დოქტორანტებისა და მკვლევარების თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური შედეგის მიღწევას.

 

მჯერა, რომ თითოეული სტუდენტისათვის სადოქტორო საფეხურზე სწავლა იქნება პიროვნული გამოწვევებითა და აკადემიური მოთხოვნებით დატვირთული გზა. თუმცა ამასთანავე, მწამს, რომ ეს გზა იქნება ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი. მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ ამ შესანიშნავ აკადემიურ მოღვაწეობაში. თქვენ გახდებით კავკასიის სადოქტორო სკოლის მეცნიერთა და მკვლევართა ერთობის სრულფასოვანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ წვლილის შეტანას მეცნიერებაში და პოზიტიური გავლენის მოხდენას ადგილობრივ და საერთაშსორისო საზოგადოებაზე.

 

გელით კავკასიის სადოქტორო სკოლაში.

 

პაატა ბრეკაშვილი, დოქტორი

მენეჯმენტის პროფესორი

კავკასიის სადოქტორო სკოლის დეკანი