მიღების წესები

მიღების წესი
 

კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (B ტიპის ტესტი)
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
  • პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
4. 2 ფოტოსურათი 3X4
5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
6. 2 რეკომენდაცია
7. შევსებული აპლიკაციის ფორმა

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა 6 სექტემბერი
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 7 სექტემბერს
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 10 სექტემბერს
  • ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 11 სექტემბერს

 

გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ნებისმიერი ტიპის ტესტში (A,B,C) დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.