შეხვედრა GDG სომხეთის წარმომადგენლებთან

17 ნოემბერი 2012
GDG სომხეთის მენეჯერებსა და აქტიურ წევრებს უმასპინძლა. პირველ ერთობლივ შეხვედრაზე, სტუმრებმა ქართველი დეველოპერებისა და "Google"-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისათვის პრეზენტაციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე:

» GDG სომხეთის პროექტებისა და წარმატებული ღონისძიებების გაცნობა - მომხსენებლები: GDG სომხეთის მენეჯერები – ვარდან გრიგორიანი და ვარდან პაპიკიანი;

» "Chrome"-ის უსაფრთხოება - მომხსენებელი: GDG სომხეთის აქტიური წევრი, "Campus Party Berlin"-ის "Chrome"-ის „ჰაკატონის" გამარჯვებული – მანველ საროიანი;

» Event Guide – გზა გამარჯვებისკენ - მომხსენებელი: "gt | hackathon Armenia"-ის გამარჯვებული სურენ აბრაჰამიანი.

ეს შეხვედრა დიდი ხანია იგეგმებოდა. GDG სომხეთის წარმომადგენლებმა GDG თბილისის წევრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, ერთობლივი პროექტების განხილვა მოხდა.

{phocagallery view=category|categoryid=195|limitstart=0|limitcount=0}