CST-ის სტუდენტებმა კონკურსში გაიმარჯვეს

2 აგვისტო 2012
კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეწერათ „ანდროიდ აპლიკაცია", რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა ინგლისური ენის შემსწავლელთათვის სწავლის პროცესის გამარტივება. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები - თორნიკე ბესტავაშვილი, ოთარ ზაკალაშვილი, დემურ ნოდია და გიორგი ტყეშელაშვილი. მათი გუნდი ჟიურის რჩეული გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს სტუდენტებს ამ გამარჯვებას.