პროექტი პარაშუტი

20 ივნისი 2018
"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი!" - თბილისში მოკლე ფილმების მარათონი ParaShoot გაიმართა, სადაც კავკასიის ახალი კინოს სკოლის სტუდენტებმა გრიგოლ ჯანაშიამ და ნატო გაბუნიამ ფილმით "გადამუშავება" აიპადი მოიგეს.
 
პროექტი ParaShoot არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო, ევროკავშირი, თიბისი ბანკი.
 
პროექტში მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი კონკურსანტი, რომლიდანაც 18 ჯგუფი შეირჩა. კონკურსანტებს სამი დღის განმავლობაში უნდა გადაეღოთ ფილმი/სოციალური რგოლი თემებზე: ეკოლოგია, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ძალადობა. 
 
გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 12 ივნისს კინოთეატრ ამირანში.