შეხვედრა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე

2 ივნისი 2018

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თემაზე "ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მიღწევები და სამომავლო გეგმები."

 

შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნატა ქორიძე. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ამასთანავე, სტუმრებისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.