მიმოხილვა

სივრცის დიზაინი, რომელიც მოიცავს მრავალი ასპექტის ცოდნას, რთული და ამავდროულად საინტერესო პროფესიაა. იგი მოიცავს როგორც საცხოვრებელ, საზოგადოებრივ შენობათა ინტერიერის დიზაინის მოწყობას, ისე მათი შემადგენელი ელემენტების დიზაინსა და დეკორაციებს.

 

თავდაპირველად ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ოთახების გაფორმებას გულისხმობდა, თუმცა დღეს მისი მნიშვნელობა გაფართოვდა, რამაც გაზარდა მოთხოვნა პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერებზე. სწორედ ამ პროგრამის მიზანია მსმენელს მისცეს ის ძირითადი, მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და ამავდროულად საინტერესო ცოდნა, რომელიც საჭიროა ინტერიერის დიზაინერის პროფესიონალად და სრულყოფილად ჩამოყალიბებაში.

 

პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც, რომელიც დაეხმარება მსმენელს პროფესიის უკეთ ათვისებაში. კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

პროგრამას გაუძღვებიან გამოცდილი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები, რომლებიც თავის გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული სამუშაოებით.

  

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის  (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, ზუმ პლათფორმის მეშვეობით