ეს კურსი მომზადებულია კომპანიის საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან მართვის სხვადასხვა გამოწვევებს, - მათ შორის გუნდის შიდა-ორგანიზაციული ქცევისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის და თანამშრომელთა მოტივაციის დაგეგმვის მიმართულებებში. პროგრამაში გათვალისწინებულია მართვის თანამედროვე პრინციპები, მიდგომები და გამოწვევები, რომელთა მონაწილეთათვის გაზიარება პრაქტიკული სიტუაციური ქეისების ანალიზის, თამაშებისა და დისკუსიების მეშვეობით ხდება.
მენეჯმენტი 2020 ონლაინ ტრენინგი
- ადამიანები და ორგანიზაციები | PEOPLE & ORGANIZATIONS | მართვის თანამედროვე მიდგომები. მენეჯმენტის კონკრეტული გამოწვევები. სტრატეგიული მართვის ახალი ტენდენციები. კომპანიის არსებული სიტუაციის ანალიზი. მენეჯერული როლები და მონაწილეთა თვითანალიზი.
- ემოციები და პიროვნება | EMOTIONS & PERSONALITY | ადამიანებთან ურთიერთობის სტილი და ტიპაჟები. ემოციებსა და განწყობებს შორის განსხვავების მნიშვნელობა. ემოციური ინტელექტი. ფსიქოტიპები და მიდგომები კონკრეტულ ფსიქოტიპთან. ემოციებისა და განწყობების გავლენა საქმეზე/შედეგებზე.
- აღქმა და გადაწყვეტილებები | PERCEPTIONS & DECISIONS | აღქმის ხაფანგები. აღქმაზე ზემოქმედი ფაქტორები. სტრატეგიული მართვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და აუცილებელი კითხვები გადაწყვეტილებების მიღებისას. არარაციონალური გადაწყვეტილებები. რაციონალური და არარაციონალური სისტემების ურთიერთქმედება.
- მოტივაციის შესახებ | MOTIVATION CONCEPTS | თანამშრომელთა მოტივაციის პრინციპები. მოტივაციის თეორიები - რომელი მოერგება ჩვენს მიზნებს? მართვა მიზნებით (MBO) და მისი პრაქტიკული გამოყენება. KBO-ებისა და KPI-ების გამოყენების ხაფანგები. მოტივაციის გამოწვევები. ახალი მიდგომები.
- ლიდერობა და პოლიტიკა | LEADERSHIP & POLITICS | ლიდერობა და მართვა. ლიდერობის სხვადასხვა სტილი და თეორიები. ტრანზაქციული და ტრანსფორმაციული მმართველები. შიდა-ძალაუფლებისა და პოლიტიკის გამოწვევები. თანამშრომელთა “თავდაცვითი” მექანიზმები. ელ-ფოსტა და მისი ხაფანგები. უშუალო უკუკავშირის როლი.
- სტრუქტურა და კულტურა | STRUCTURE & CULTURE | გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბების პრინციპები. კითხვები, რომლებზეც უნდა ვუპასუხოთ გუნდის სტრუქტურის აწყობამდე. ორგანიზაციული კულტურისა და რიტუალების მნიშვნელობა. დელეგირებისა და დროის მართვის პრინციპები.
![]() |
ზურაბ მაისურაძე
სამუშაო ადგილი/პოზიცია:
კურსის დასახელება:
|
- ტრენინგის პერიოდულობა - ხუთშაბათი
- ტრენინგის ხანგრძლივობა:24 საათი (8 შეხვედრა)
- ტრენინგის დრო 19:00 - 22:00 საათი
- ღირებულება: 650 ლარი
- გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.