მიმოხილვა

მოცემული სალექციო კურსი წარმოადგენს თურქული ენის, როგორც მეორე უცხო ენის, ექვსსემესტრიანი პრაქტიკული კურსის მეექვსე ეტაპს. ეს სემესტრი, ერთი მხრივ, ემსახურება უკვე შეძენილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის გამყარება-გაღრმავებას, მეორე მხრივ კი, ქმნის საფუძველს იმ კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც კურსდამთავრებულს აუთენტურ ენობრივ-კულტურულ გარემოში ორიენტაციის საშუალებას მისცემს. კურსდამთავრებულს ექნება საკმარისი ენობრივი ცოდნა რიგი საკითხების გარშემო (აღმოჩენები, გამოგონებები, დედა ბუნება, კინო სამყარო, კულტურული მემკვიდრებები, დღესასწაულები და ა.შ.) შემოთავაზებული კურსი აქცენტირებულია ზოგადი ენობრივი (კომუნიკაციური, ლექსიკური, გრამატიკული) უნარების შეძენა-გაფართოება-სისტემატიზაციზე და ქმნის წინაპირობას B1 დონის (შეფასების ზოგადევროპული ერთიანი ჩარჩო) შესაბამისი ენობრივი კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად.

 

ტრენინგის მიზანი:

 

კურსი ორიენტირებულია ზოგადი ენობრივი ცოდნის გამყარებასა და რიგი დამატებითი კომპეტენციების გამომუშავებაზე, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული უფრო პროდუქტიულად შეძლებს, ერთის მხრივ, თურქულენოვან მასალებზე (ტექსტობრივი, აუდიო, ვიდეო) მუშაობას და, მეორე მხრივ, თურქულ ენაზე მოსაუბრეებთან  ზოგადი თემების გარშემო კომუნიკაციას. სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა ძირითადი გრამატიკული ფორმების თუ სტრუქტურების ყოველდღიურ სიტუაციებში გამოყენების თავისებურებებს, იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და ხვეწს კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს. ყოველივე ზემოთქული მოხდება კომპლექსური აუთენტური მასალის ფორმალურ-შინაარსობრივი განხილვა-დამუშავების საფუძველზე.

 

ტრენერი: ანა ახზალაძე