აკადემიური თანამდებობები CSB

5 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) ასოცირებული პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (10 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (15 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ  მიმართულებაზე:

 

  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
  • სტატისტიკა
  • ეკონომიკა
  • მათემატიკა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 

დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი;
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV-რეზიუმე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და  კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს  გადალახავს წარმატებით.

 

საბუთების მიღება: 2018 წლის 5  აგვისტოდან - 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის სექტემბრის თვე.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 30 სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ  ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: (+995 32) 2 37 77 77;

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!