აკადემიური თანამდებობები CSH

5 ივლისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა(CSH), ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის მომზადების ფარგლებში, აცხადებს კონკურსს პროფესორის ( 2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის ( 6 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (2 ვაკანტური ადგილი)  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

  1. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური:

ა)  ქართული ენა და ლიტერატურა

ბ) მათემატიკა

გ) ბუნებისმეტყველება

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

  1. მასწავლებლის პროფესიული უნარები


3.
კვლევის მეთოდები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;

) ასოცირებული პროფესორისთვის

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

) ასისტენტ- პროფესორისთვის

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

 

დ) ასისტენტისთვის

  • დოქტორანტი;
  • მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. CV-რეზიუმე (რეკომენდატორების მითითებით);
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
  4. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
  5. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია ( შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
  6. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
  7. კურსის/კურსების სილაბუსი და/ან პრეზენტაცია (სურვილისამებრ);
  8. სერტიფიკატების ასლები (სურვილისამებრ).

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები :

  • პასუხიმგებლიანი
  • დისციპლინირებული
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის  და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა; 

II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება;   

III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს  გადალახავს წარმატებით.

 

საბუთების მიღება: 2018 წლის 5 აგვისტოდან - 2018 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის სექტემბრის თვე.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 26 სექტემბერი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge; agoglichidze@cu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ  ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: (+995 32) 2 37 77 77;

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!