აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი

31 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ჩამოყალიბების  პროცესის  ხელმძღვანელობა;
  • სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური ფუნქციონირების ხელმძღვანელობა;
  • კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიური წერის სწავლების ერთიანი კონცეფციის შექმნა;
  • თანამედროვე და ინოვაციური მიდგომ(ებ)ის განსაზღვრა;
  • კოორდინაცია აკადემიური წერის ლექტორებს შორის;
  • კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვლევით/აკადემიურ ნაშრომებთან დაკავშირებით სხვადასხვა  მომსახურების და კონსულტაციების შეთავაზების ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
  • ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა ან/და სხვა მომიჯნავე დარგში. მნიშვნელოვანია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სადოქტორო სწავლის საფეხურზე დიპლომის დანართით დასტურდებოდეს საგნების ჩამონათვალი - აკადემიური წერა, კვლევის მეთოდები. უპირატესობა მიენიჭება აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის კურსდამთავრებულს.
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო, ინდექსირებულ, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში მინიმუმ ერთი პუბლიკაცია;
  • აკადემიური წერის ან/და კვლევის მეთოდების საგნის სწავლების გამოცდილება;
  • სასურველია აკადემიურ წერასთან დაკავშირებული სასწავლო მასალების/სახელმძღვანელოს შექმნის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კოლეგიალობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)

ექვემდებარება: ვიცე-პრეზიდენტს კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორს.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გამოაგზავნოთ:

  • რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია)
  • აკადემიური წერის ან/და კვლევის მეთოდების საგნის სწავლების დამადასტურებელი ცნობა;
  • საერთაშორისო, ინდექსირებული იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაციის შესახებ ინფორმაცია (სტატიის სახელწოდება, სტატიის გვერდების რაოდენობა, ჟურნალის დასახელება, ნომერი, წელი) და ჟურნალის ყდის ასლი ან ელექტრონული ჟურნალის ბმული;
  • აკადემიურ წერასთან დაკავშირებული სასწავლო მასალების/სახელმძღვანელოს შექმნის გამოცდილების შემთხვევაში, აღნიშნული მასალების შესახებ ინფორმაცია: სახელწოდება, გვერდების რაოდენობა, გამოქვეყნების/შექმნის წელი და მასალის/სახელმძღვანელოს ყდის ასლები.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ „აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ნოემბერი

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!