კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის პოზიციაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
სამუშაო მოვალეობები:
- ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური უზრუნველყოფა
- კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების და ოპერაციული სისტემების მომსახურება
- საჭირო ტექნიკის შესყიდვებში მონაწილეობის მიღება
- მომსახურე პერსონალისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, გამართვა
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- MS Windows-ის ტექნიკური მხარაჭერის ცოდნა
- კომპიუტერული ნაწილების Hardware-ის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- კოლეგიალობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ „ტექნიკური დახმარების სპეციალისტი”.
- შერჩევის I ეტაპი: შემოსული რეზიუმეების გადარჩევა
- II ეტაპი: ტესტირება
- III ეტაპი: გასაუბრება
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 19 აგვისტო.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!