ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

18 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის პოზიციაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების და ოპერაციული სისტემების მომსახურება;
  • მომსახურე პერსონალისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, გამართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • MS Windows-ის ტექნიკური მხარაჭერის ცოდნა;
  • კომპიუტერული ნაწილების Hardware-ის ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კოლეგიალობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 600 ლარი (NET)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 9:00 საათიდან ან 11:30 საათიდან, შაბათი მოკლე სამუშაო დღე - 9:00 საათიდან ან 10:00 საათიდან (კონკრეტულ ცვლაზე შეთანხმება მოხდება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ „ტექნიკური დახმარების სპეციალისტი”.

 

შერჩევის I ეტაპი: შემოსული რეზიუმეების გადარჩევა

II ეტაპი: ტესტირება

III ეტაპი: გასაუბრება

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 30 ოქტომბერი.

 

შენიშვნა:

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!