ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნვიერსიტეტი - კავკასიის უნივერსიტეტის და „მარანი ხეცურიანის“ ერთობლივი პროექტია.

 

„ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა“ 2003 წლიდან არსებობს, 2021 წლიდან კი კავკასიის უნივერსიტეტის და მარანი ხეცურიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში იწყებს ახალი სასერტიფიკატო პროგრამის - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განხორციელებას. ამის გარდა თანამშრომლობა ითვალისწინებს გრძელვადიანი გეგმების, საერთო პროექტების განხორციელებას და ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას.

 

სკოლაში თავმოყრილი და გაერთიანებულია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 20-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მენტორის მიერ დაგროვილი ღვინის ბიზნესის მდიდარი გამოცდილება. სკოლის ამოცანაა ხელი შეუწყოს როგორც  სომელიეს პროფესიის, ისე ღვინის ბიზნესის ეფექტიან მართვას.

 

კურსზე სწავლის განმავლობაში, მსმენელი მიიღებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება სხვადასხვა მცირე მარანში, ღვინის საწარმოებსა და ვენახებში. თეორიულ ნაწილში კი, მსმენელი გაეცნობა როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მეღვინეობას, მის განვითარებას და მიმდინარე პროცესებს.

 

სკოლის პარტნიორები არიან: 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია | Georgian Sommelier Association
კომპანია რიდელი | Riedel
სასტუმრო ჰოლიდეი ინ თელავი | Holiday Inn Telavi
სასტუმრო ბესტ ვესტერნ ქუთაისი | Best Western Kutaisi