თემატიკა

კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა - მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე, მსმნელი ცოდნას მიღებს თუ როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, როგორ პირობებში შევინახოთ იგი და რა ტემპერატურით მივირთვათ სხვადასვა სტილის ღვინო. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.

 

კურსის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობს დეგუსტაციები.

 

კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი და WSET level 2 -ის სამკერდე ნიშანი.

 

WSET level 2- ის კურსი

 

2-ე დონის კურსის გავლისათვის, 1 დონის სერთიფიკატი სავალდებულო არ არის.

 

კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.


WSET level 2- ის კურსდამთავრებულებს ცოდნა ექნებათ შემდეგ სფეროებში:


– მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ვაზის ჯიშები
– ღვინის დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტი
– ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტი
– ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი
– ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სტანდარტი