მიმოხილვა

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველას: სომელიეს პროფესიის დაუფლებისა თუ  ღვინის ბიზნესის დაწყების მსურველს, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო, სარესტორნო თუ ტურიზმის ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებს თუ ენთუზიასტებს. 

 

კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ და შეისწავლონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალში დაეხმარება, როგორც სომელიეს პროფესიის დაუფლებაში, ასევე ღვინის ბიზნესის წარმატებით დაწყებასა და მართვაში.

 

ხელი შეუწყოს ღვინის კულტურის განვითარებას საქართველოში, ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მევენახეობისა და მეღვინეობისთვის საჭირო ცოდნის საფუძვლების შესწავლა, სომელიეს ხელოვნების შესწავლა, კვალიფიციური კადრების აღზრდა ღვინის წარმოებისა და HORECA - ს მისცენ განათლება პირებს, ვისაც სურთ პროფესიული მომავალი დაუკავშირონ ღვინის ბიზნესს ან  უკვე არიან ღვინის ბიზნესში.

 

კურსის ბოლოს თეორიასა და პრაქტიკაში გაიმართება გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სკოლის ოფიციალური სერთიფიკატი, სხვა შემთხვევაში გაიცემა მსმენელის სერთიფიკატი.

 

კურსდამთავრებულებს, რომლებიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა “GSA SOMMELIER EXAM” -ის და საერთაშორისო კვალიფიკაციის, WSET-ის გამოცდებს წარმატებით აბარებენ, ოფიციალურად ენიჭებათ „სომელიეს“ სტატუსი. სომელიეს აკრედიტაცია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გაიცემა, რომელიც  2014 წლიდან სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale  - A.S.I.) სრულუფლებიანი წევრია.