კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ და შეისწავლონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალში დაეხმარება, როგორც სომელიეს პროფესიის დაუფლებაში, ასევე ღვინის ბიზნესის წარმატებით დაწყებასა და მართვაში.
კურსის მოკლე აღწერა:
- მევენახეობის საფუძვლები და ვენახის ეკონომიკა
- ენოლოგიის საფუძვლები და ღვინის ეკონომიკა
- ღვინის ბიზნესი
- მსოფლიო მეღვინეობა
- საქართველოს მეღვინეობა
- სომელიეს ხელოვნება
- ღვინისა და ენოგასტრონომიული ტურიზმი
ლექციებზე მოეწყობა პრაქტიკული სამუშაოები სხვადასხვა მეღვინეებთან, ასევე პროგრამის მსმენელები ქართულ და უცხოურ ღვინოებს დააგემოვნებენ.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- ქართული და მსოფლიო მეღვინეობის ისტორია
- მევენახეობის საფუძვლები
- ენოლოგიის საფუძვლები
- ქართული მეღვინეობა
- მსოფლიო მეღვინეობა
- ღვინისა და კერძის შეხამება
- ღვინის მარკეტინგი
- სომელიეს ხელოვნება
- ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება
- ღვინისა და ენოგასტრონომიული ტურიზმი