CST-ის სტუდენტური საბჭოს არჩევნები

3 ნოემბერი 2011
არჩევნების შედეგად შეიქმნა გუნდი, რომელიც უფრო მრავალფეროვანს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას ტექნოლოგიების სკოლაში და შესაბამისად, მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტში.

სტუდენტური საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრის შედეგად თავმჯდომარედ გიორგი ამირაჯიბი აირჩიეს.

არჩევნებს დაესწრო კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - გიორგი დათუკიშვილი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი - ნათია სულაბერიძე და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ამირან ქართველიშვილი.