საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

30 სექტემბერი 2021

CU კამპუსში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

 

შეხვედრაზე აუდიტორია მიიღებს ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის და შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

დაინტერესებული აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდებიან, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღებენ პასუხებს.

 

შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.