მიღების წესები

მიღების წესი:

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:

 

  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
  • კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი ტესტი ინგლისურში
  • მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას და შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ პერსონალური გასაუბრება/ინტერვიუ


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი
  • CV/რეზიუმე
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 27 აგვისტო - 7 სექტემბერი 2019
  • CSB-ის მიმღები სამაგისტრო ტესტი: 10 სექტემბერი, 2019
  • CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრება: 12-14 სექტემბერი, 2019

 

გადახდის პირობები:

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ნებისმიერი ტიპის ტესტში (A,B,C) დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს

 

 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 

CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 


იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.