მიღების წესი
კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
- კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
- პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
4. 2 ფოტოსურათი 3X4 + CD
5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
6. 2 რეკომენდაცია
7. შევსებული აპლიკაციის ფორმა
თარიღები
- საბუთების მიღება - 3 სექტემბრის ჩათვლით, ოთახი A 2
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება - 5-6 სექტემბერი
- გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) - 7 სექტემბერი
- CU გრანტის გამოცდა - 7 სექტემბერი
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.