კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის, ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე პირები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოხვდნენ განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კოეფიციენტების მიხედვით აბიტურიენტების რანჟირების დოკუმენტში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხო ენა (ინგლისური ან გერმანული ან ფრანგული ან რუსული);
- ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნიდან (მათემატიკა, ისტორია)