ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია

17 მაისი 2022

16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა.

 

ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგმა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „კამარა“ - დამფუძნებელმა და კავკასიის უნივერსიტეტის კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ნათია ფანჯიკიძემ.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ცოტა რამ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, კლინიკური არტთერაპია, დანიშნულება და შესაძლებლობები, პოეზისი, გაუცხოების ეფექტი. ღონისძიება წარიმართა არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

16-19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.