გრაფიკული დიზაინის პირველ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

22 ივნისი 2022

21 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია 4 წლის ვადით მიენიჭა.

 

პროგრამა არის პირველი 3 წლიანი სახელოვნებო საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომლის მიზანია სტუდენტმა მიიღოს  გრაფიკული დიზაინის, ხელოვნების და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებული, ფუნდამენტურ თეორიებსა და პრინციპებზე დაფუძნებული განათლება გრაფიკულ დიზაინში

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. 

პროგრამის კოდი აბიტურიენტების პორტალზე - 1220114