ზურაბ ჩიკვილაძის ვიზიტი CU კამპუსში

2 სექტემბერი 2021

 

2 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ეწვია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან, ასევე ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებთან. 

 

შეხვედრის მიზანს ივერთუბანში პარკის მოწყობის დაგეგმარებაში CU სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა წარმოადგენდა. პარკი ივერთუბანში, მიმდინარე წელს, 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. 

 

დაგეგმარებაში მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები მიიღებენ, რომლებიც ჯგუფებად დაიყოფიან და პროექტებს მოამზადებენ. გამარჯვებული გუნდის ნამუშევრის მიხედვით კი მითითებულ ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.