პროგრამის მიმოხილვა

 

გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტმა მიიღოს  გრაფიკული დიზაინის, ხელოვნების და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებული, ფუნდამენტურ თეორიებსა და პრინციპებზე დაფუძნებული განათლება გრაფიკულ დიზაინში.

 

პროგრამა არის პირველი 3 წლიანი სახელოვნებო საბაკალავრო პროგრამა საქართველოში. კურსდამთავრებული შეისწავლის გრაფიკული პროგრამების და მათი შესაბამისი კომპიუტერული სისტემების მუშაობის პრინციპებს, უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებს, მათ შორის სამგანზომილებიან და აუგმენტურ რეალობასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს. გრაფიკული დიზაინის არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, კურსდამთავრებული შეძლებს პოსტერების, ბანერების და სხვა საინფორმაციო პროდუქციის დიზაინის შექმნას, ასევე გრაფიკული კომპონენტების შემუშავებას და განვითარებას ვებისთვის, აპლიკაციებისათვის და პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისებისათვის.

 

პროგრამის ხანგრძლივობა - 3 წელი

პროგრამის კრედიტების მოცულობა - 180 ECTS

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს მიენიჭება კვალიფიკაცია - ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკულ დიზაინში.

 

პროგრამის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი გიორგი ნიკურაძე.