მიღების წესები

 

გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

გამოცხადებული ადგილები

2022 წლის მიღება - 50 ადგილი

 

ჩასაბარებელი საგნები

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული);
  3. ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან: მათემატიკა (20 ადგილი), ისტორია (20 ადგილი), ხელოვნება (10 ადგილი).

 

 სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში  6100 ლარი.

 პროგრამის კოდი აბიტურიენტების პორტალზე - 1220114