ჩვენ შესახებ

ჩვენთან, C10-ში

 

C10 სტარტაპ აქსელერატორია. ჩვენ, C10-ში ვეხმარებით სტარტაპერებს, შემჭიდროვებულ ვადებში განავითარონ საკუთარი სტარტაპები, იდეიდან პროდუქტამდე და პირველ მომხმარებლამდე.

 

აქსელერატორში გუნდები საჭიროების მიხედვით იღებენ დახმარებას:

 

  • გუნდის ფორმირება - თუ გაქვს იდეა და არ გყავს საჭირო ადამიანები ირგვლივ, მოდი C10-ში.
  • სტარტაპის აქსელერაცია - დაგეხმარებით იდეის ვალიდაციაში, პროტოტიპისა და MVP-ს შექმნასა და დახვეწაში.
  • ფიჩინგისთვის მომზადება - დაგეხმარებით ინვესტორისათვის ან გლობალურ აქსელერატორში მოსახვედრად, სტარტაპის ფიჩის მომზადებაში.
  • დაფინანსება - გაგიწევთ კონსულტაციას დაფინანსების სხვადასხვა წყაროზე, დაგეხმარებით გრანტებსა და პროექტებზე განაცხადის მომზადებაში.
  • კონსულტაცია - იურისტების, მარკეტერების, ფინანსისტების, პროგრამისტებისა და სხვა სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციებს საჭიროებების მიხედვით.
  • ჰაკათონები და სხვა ივენთები - C10 პერიოდულად ატარებს საინტერესო ღონისძიებებს, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ გამოცდილება, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მხიარულად და ნაყოფიერად გაატაროთ დრო.

 

კავკასიის უნივერსიტეტი

 

სტარტაპ აქსელერატორი C10 შეიქმნა და ფუნქციონირებს კავკასიის უნივერსიტეტში. ჩვენს სტარტაპერებს აქვთ წვდომა კავკასიის უნივერსიტეტის რესურსებზე. უნივერსიტეტის სკოლებში გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც საჭიროების მიხედვით კონსულტაციას და მენტორობას უწევენ სტარტაპებს.

 

  • ბიზნესის სკოლა - ბიზნეს მოდელის შექმნა, მარკეტინგული სტრატეგია, ბიუჯეტირება და სხვა საკითხები;
  • სამართლის სკოლა - ინტელექტუალური საკუთრება და სხვა ტიპის ამოცანები, რაც კავშირშია სტარტაპის იურიდიულ მხარესთან;
  • მედიისა და კინოს სკოლა - აუდიტორიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, სარეკლამო რგოლის ან ნებისმიერი ტიპის მედია რესურსის მომზადებაზე;
  • ტექნოლოგიების სკოლა - ტექნოლოგიური პროდუქტის/სერვისის მწარმოებელი სტარტაპებისთვის;
  • ტურიზმის, ეკონომიკის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის და სხვა სკოლები.