სტარტაპ კვირეული

24 მაისი 2018

25 მაისს, სტარტაპ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს, სტარტაპ აქსელერატორ C10-ის ორგანიზებით, სტარტაპერები და ქართველი და უცხოლი მენტორები ესტუმრებიან. სტარტაპ გუნდებს ექნებათ საშუალება გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები მენტორებთან.

 

გუნდებს მენტორობას გაუწევენ:

 

ანა პეტროვა - Startup Ukraine-ის დამფუძნებელი

დიმიტრო იარემკოვიჩი - TravelMap Ukraine-ის დამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

ოლესეა ფორტუნა - GEN Moldova-ს დამფუძნებელი

გევორგ პოღოსიანი - Crowdfunding Formula-ს თანადამფუძნებელი

 

პროექტის დონორები და პარტნიორები არიან:

 

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
  • საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო
  • თიბისი ბანკი

 

სტარტაპ კვირეულის მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ კავშირებს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სახალხო დაფინანსების პლატფორმა investme.ge ,სტარტაპ აქსელერატორი, C10 და ფაბლაბ ილიაუნი.  

 

დასწრება თავისუფალია

 

შეხვედრა გაიმართება 15:30 საათზე, A4 და A5 აუდიტორიებში

 

სტარტაპ კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე