ვორკშოპი - კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეები

15 მარტი 2018

22 მარტს, 19:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება ვორკშოპი თემაზე - კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეები.

 

ღონისძიების სტუმარი იქნება ლექტორი, კრეატორის დღიურისა და მედია პალიტრის კრეატიული პროექტების ავტორი - კოტე იანტბელიძე, რომელიც ისაუბრებს კრეატივის ტექნიკაზე, ასევე განიხილავს სხვადასხვა მეთოდებსა და სავარჯიშოებს ინოვაციური იდეების მოსაფიქრებლად.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

 

ვორკშოპი ტარდება მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.