ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისათვის

24 ნოემბერი 2018

1-ლ დეკემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემებზე: „მარკეტინგმა რა ჰქნა?!“; „სტრატეგიის როლი ბიზნესში“ და „ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.“

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ბიზნეს ვორკშოპში მონაწილეობისთვის, 28 ნოემბრამდე გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.