რატომ C10

C10 ში მყოფი სტარტაპერები მიიღებენ წვდომას კავკასიის უნივერსიტეტის ფარგლებში არსებულ რესურსებზე: 

 

უნივერსიტეტის სკოლებში გამოცდილი პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც საჭიროების მიხედვით კონსულტაციას გაუწევენ სტარტაპებს.

 

  • ბიზნესის სკოლა - ბიზნეს მოდელის შექმნაზე, მარკეტინგულ სტრატეგიაზე, ბიუჯეტირებასა და სხვა საკითხებზე
  • სამართლის სკოლა - ინტელექტუალური საკუთრების და სხვა ტიპის ამოცანებზე, რაც კავშირშია სტარტაპის იურიდიულ მხარესთან
  • მედიისა და კინოს სკოლა - აუდიტორიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, სარეკლამო რგოლის ან ნებისმიერი ტიპის მედია რესურსის მომზადებაზე
  • ტექნოლოგიების სკოლა - ტექნოლოგიური პროდუქტის/სერვისის მწარმოებელი სტარტაპებისთვის
  • ტურიზმის სკოლა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა, და სხვა.

 

C10-ში ასევე მიიღებთ მოწვეული მენტორების კონსულტაციას სტარტაპის სპეციფიკის გათვალისწინებით.