პანდემიის პერიოდის თანამედროვე ქართული პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა

პროექტი ითვალისწინებს პანდემიის დაწყებიიდან დღემდე არსებული საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებათა მოძიებას, მათ შესწავლას და პრაქტიკის განზოგადებას,  პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი რეგულაციების და მის საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს, მათი იმპლემენტაციის სამართლებრივ შეფასებას.

 

კვლევა ასევე შეეხება პანდემიის პირობებში პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავებისათვის საჭირო სამართლებრივი გარანტიების ანალიზსა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას, ასევე შეეხება  სამართლებრივი რეგულირების ახალი ნორმების პროექტების მომზადებას, მათ შორის დისტანციური სამართალწარმოების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლთან (სამართლიანი სასამართლოს) შესაბამისობას. 

 

პროექტის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია, CSL.

 

პროექტი დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.