კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს:
- თანამედროვე ინგლისური ენა რეალური, ყოველდღიური ურთიერთობის მაგალითზე
- კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარ–ჩვევები (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით)
- ინგლისურ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა
- ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები, რომლებიც ყოველდღიურ, ყოფით რეალობაში (სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა. შ.) გამოიყენება
- ჩამოუყალიბოს პრაქტიკული და თეორიული უნარ–ჩვევები; ხელი შეუწყოს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხერხებისა და მეთოდების დაუფლებას, რათა მან შეძლოს: გაბმული მეტყველებიდან აზრის გამოტანა; სპონტანური კომუნიკაციის დამყარება ყოფით რეალობაში; ნაცნობ თემებზე მიმდინარე საუბარში ჩართვა; საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება, არგუმენტის აგება, მსჯელობა ზეპირად და წერილობით მარტივი წინადადებებითა და ლექსიკით; უცხოელის მეტყველებიდან დედააზრის გამოტანა და საკუთარი ნათქვამის გამართულად გადმოცემა; ნაცნობ თემაზე დაწერილი უცხო ტექსტიდან დასკვნის გაკეთება; ინგლისურ ენაზე მცირე ზომის პრეზენტაციების გაკეთება და კითხვებზე პასუხის სპონტანურად გაცემა; აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის ხელოვნების დაუფლება.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.