შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებენ.
პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:
- აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
- იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
- შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
- შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამის ტრენერები:
შოთა ნიჟარაძე, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, გიორგი ლეიმანი, ლევან ანჩაბაძე, ალექსი ჭიჭინაძე.