მიმოხილვა

მსოფლიოს 60 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი "Kaizen Institute"-ის ლიცენზირებული წარმომადგენლობა საქართველოში "კაიზენ ინსტიტუტი საქართველო" და კავკასიის უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს: კაიზენი - ეფექტური მენეჯმენტის იაპონური მოდელი. "კაიზენი" იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ‘მუდმივ გაუმჯობესებას’. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, გაეცნოთ კომპანია ტოიოტას მიერ ინიცირებულ და დანერგილ კაიზენის მეთოდოლოგიას, ორგანიზაციის ლინ (Lean) ანუ ეფექტური, ეკონომიური მენეჯმენტის ზოგად პრინციპებს, გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია ეფექტური მართვის მიმართულებით და ამასთან, ხელი შეუწყოთ საკუთარ ორგანიზაციაში კაიზენის მიდგომების დანერგვას, რაც გარანტირებულად გულისხმობს პროდუქტიულობის გაზრდას რესურსების დაზოგვის პარალელურად. ტრენინგის პროგრამა აგებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

 

კურსის მიზანი:

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას კაიზენის მეთოდოლოგიისა და ლინ (Lean) მენეჯმენტის შესახებ, გაეცნობიან კომპანიის დანაკარგების სახეობებსა და მათი დაზოგვის გზებს, ასევე მოხდება მუდმივ გაუმჯობესებასთან დაკავშირებული თემების განხილვა: ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა, კაიზენის პრინციპები, ვიზუალური მართვა, 5S-ისა და კაიზენის ცვლილების მოდელი. ტრენინგზე ასევე მოხდება რეალური ქეისების განხილვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, განსაზღვრონ თავიანთი კლიენტების საჭიროებებზე მორგებული გრძელვადიანი ღირებულება, ამ ღირებულების შექმნისას არსებული დანაკარგის სახეობები, მათი აღმოფხვრისა და კომპანიის მუდმივი გაუმჯობესების გზები. ტრენინგის დამსწრენი შეისწავლიან როგორც კომპანიის პროდუქციის/ სერვისის, ასევე კომპანიის ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.


ტრენინგი განკუთვნილია:


საჯარო და კერძო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის როგორც წარმოების, ასევე მომსახურების სფეროდან. ამასთან, რადგან კაიზენის დანერგვა ორგანიზაციაში ითვალისწინებს კადრების სრულ ჩართულობას, ტრენინგზე დასწრება მიზანშეწონილია ნებისმიერი პოზიციის თანამშრომლისთვის,

კურსის ტრენერები:

ლალი ყიფშიძე - მენეჯმენტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და ლინ მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე წამყვანი კონსულტანტი.  იგი არის კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის, ბიზნეს პროცესების დაგეგმვის, განვითარებისა და ოპტიმიზაციის კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი და "კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს" დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. ტრენერის გამოცდილებას ასევე დეტალურად გაეცნობით ბმულზე.

 

გიორგი ჯოხაძე - კომპანიის ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და ლინ მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე წამყვანი კონსულტანტი; კომპანიის სტრატეგიული მიმართულებებისა და შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრის, ბიზნეს პროცესების დაგეგმვის, განვითარებისა და ოპტიმიზაციის კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი და "კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს" დამფუძნებელი. ტრენერის გამოცდილებას ასევე დეტალურად გაეცნობით ბმულზე