CST აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად

15 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორისა (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი), თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

 

ასოცირებული-პროფესორი

  • ლოგისტიკა ; (1 ვაკანტური ადგილი)
  • სატრანსპორტო ლოგისტიკა. (1 ვაკანტური ადგილი)

 

ასისტენტ-პროფესორი

 

  • ლოგისტიკა ; (2 ვაკანტური ადგილი)
  • სატრანსპორტო ლოგისტიკა. (1 ვაკანტური ადგილი)



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

  • ასოცირებულ პროფესორად 7 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი. 

 

) ასისტენტ-პროფესორისთვის

 

  • ასისტენტ-პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე. (ინგლისურენოვანი პროგრამების სწავლების შემთხვევაში)
  • სასურველია გამოცდილება ენერგო ეფექტური ტრანსპორტის და მწვანე ლოგისტიკის მიმართულებით

 

 

ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV- მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ);
  • სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი ქართულ ენაზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები,
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა. (პოზიციის მოთხოვნების შესაბამისად)
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები);
  • ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლების შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. (ინგლისური ენის ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს შემდეგით: მოქმედი B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით და/ან ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში მოპოვებული ბაკალავრის/მაგისტრის/ დოქტორის აკადემიური ხარისხის ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან პირი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ქვეყნის ოფიციალური ენა არის ინგლისური ენა.)

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება;

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 15 ივლისი 2024 წ;  

საბუთების მიღება: 2024 წლის 15 აგვისტოდან - 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით;

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2024 წლის აგვისტო-სექტემბერი;

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1; (რიგ შემთხვევებში, კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე,  შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში)

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2024 წლის სექტემბერი;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის  დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.