CSE საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

4 ივლისი 2019

2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ეკონომიკის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები.

 

ნაშრომები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა:

 

  • სავალდებულო საპენსიო სისტემა და საერთაშორისო პრაქტიკა;
  • თანამედროვე ეკონომიკური კრიზისები: თეორიები და თავისებურებები;
  • საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან;
  • RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის გავლენა ბიზნესზე;
  • მინიმალური ხელფასის ზრდის გავლენა უმუშევრობასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებელზე საქართველოში და ა.შ

 

საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ ეკონომიკის სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.