სტრატეგიული განვითარება

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და დაინერგა პირველი დასავლური ბიზნეს-განათლება საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან მალევე ამოქმედდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. 2004 წელს კი ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კავკასიის უნივერსიტეტი. 

 

დღესდღეობით კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას (ფაკულტეტს). უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს ანიჭებს ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

 

კავკასიის უნივერსიტეტში განისაზღვრა სამი ძირითადი სტრატეგიული მიზანი (მიმართულება):

 

  • სამეცნიერო კვლევების ინტენსიფიკაცია და რელევანტობის გაზრდა
  • სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება
  • ინტერნაციონალიზაცია

 

2019-2020 აკადემიურ წელს შემუშავდა კავკასიის უნივერსიტეტის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა (2020/21-2026/27 აკადემიური წლები) და სამწლიანი სამოქმედო გეგმა  (2020/21-2022/23 აკადემიური წლები). განისაზღვრა ის სტრატეგიული ამოცანები, რომლის   შესრულებაზეც უნივერსიტეტი იმოქმედებს მომავალი 7 წლის განმავლობაში და ასევე,  ის ძირითადი აქტივობები, რომლის განხორცილებასაც გეგმავს კავკასიის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები მომავალი 3 წლის განმავლობაში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა