25 ივლისს, Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე “პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები და ფინანსური მენეჯმენტი”.
სიახლეები
ივლ
პროექტ RROVE-ს ფარგლებში სასწავლო ტური ზალცბურგში გაიმართა
12-16 მაისს, პროექტის ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (PROVE) ფარგლებში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გაიმართა.
ივლ
ჟან მონეს მოდულის მესამე წლის ანგარიში
2025 წლის, 23 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაზე, მოსმენილ იქნა ჟან მონეს მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ შესრულების მესამე წლის სექტემბერი, 2024 - ივლისი, 2025 ანგარიში.
ივლ
მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში: შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან
ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2025 წლის მაისიდან ივლისამდე შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან ქუთაისის მე-2 და 31-ე საჯარო სკოლებში, ქუთაისის კერძო სკოლაში „პროგრესი“, რუსთავის მე-7, მე-16 და მე-18 საჯარო სკოლებში, თბილისის მე-10 და 160-ე საჯარო სკოლებში, თბილისის კერძო სკოლაში „მწვანე სკოლა“ და ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში.
ივლ
ყოველწლიური მრგვალი მაგიდა 2025
7 ივლისს, DataSecSchool-ის მონაწილეები, ბიზნესის, აკადემიის, და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.
ივლ
SECURE Erasmus+ პროექტის შეხვედრა ლიტვაში
2-4 ივლისს, Erasmus+ SECURE პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU), ლიტვაში. პროექტის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე აქტივობების შეფასება, სტრატეგიული მიმართულებების შეთანხმება და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვა.
ივლ
ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) საორგანიზაციო შეხვედრა
2025 წლის, 30 ივნისს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ EU-PPS მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგელები კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საერთაშორისო პროექტის ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე
23-24 ივნისს, ქალაქ თელავში, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) - ეროვნური სამუშაო შეხვედრა.
ივნ
ENRICHER Hubs-ის პროექტის პარტნიორები გენუაში სტრატეგიული შუალედური შეხვედრისთვის შეიკრიბნენ
ივნისის პირველ კვირას, გენუის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (Università degli Studi di Genova – UniGe) ENRICHER Hubs-ის პროექტის მენეჯმენტის ორდღიან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა.
ივნ
ჟან მონეს კონფერენცია
2025 წლის 12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჟან მონეს სამეცნიერო კონფერენცია „იკვლიე ევროკავშირი საქართველოსთვის“. კონფერენცია განხორციელდა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“.