არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა

არქიტექტურის პროგრამა სათავეს იღებს 2017 წლიდან. პროგრამის განვითარებამ და მიღების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა სკოლის გამოყოფა და 2021 წლიდან უკვე დაარსდა ახალი არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა.

 

სკოლა აერთიანებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

 

  • არქიტექტურა
  • ინგლისურენოვანი არქიტექტურა
  • გრაფიკული დიზაინი

 

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურის ქართულენოვანი პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ საგნებს, რომელთა ბალანსიც არის პროფესიონალ არქიტექტორად ჩამოყალიბების გარანტი. პროგრამა მორგებულია ადგილობრივ რეგულაციებზე და მოთხოვნებზე, რომელიც კურსდამთავრებულს ეხმარება საქმიანობის წარმართვასა და დასაქმებაში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.  

 

გრაფიკული დიზაინის პროგრამა არის პირველი 3 წლიანი სახელოვნებო საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომლის მიზანია სტუდენტმა მიიღოს  გრაფიკული დიზაინის, ხელოვნების და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებული, ფუნდამენტურ თეორიებსა და პრინციპებზე დაფუძნებული განათლება გრაფიკულ დიზაინში.

 

სკოლის ფარგლებში არსებობს არქიტექტურის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (არქიტექტურული სტუდია) და სახელოვნებო შემოქმედებითი ცენტრი (სამხატვრო-სამაკეტო სტუდია), რომელიც სტუდენტის პრაქტიკულ-სამეცნიერო განვითარებაზეა ორიენტირებული.