მედიის სკოლა

კავკასიის მედიის სკოლა (CSM) 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში მედიის, კომუნიკაციისა და კრეატიული ინდუსტრიების ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს ოთხ საბაკალავრო და ერთ სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

 

საბაკალავრო საფეხურზე CSM გთავაზობთ ქართულენოვან პროგრამებს ჟურნალისტიკაში, PR-სა და კომუნიკაციაში, ციფრულ კომუნიკაციასა და მედია-არტში. ასევე, მედია-არტის ინგლისურენოვან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას აშშ-ის ნიუ ჯერსის სითი უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

 

სამაგისტრო საფეხურზე მედიის სკოლა გთავაზობთ სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამას, რომელიც ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ორგანიზაციული, კორპორაციული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კომუნიკაციის სფეროებისთვის.

 

CSM-ის პროგრამები აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. სტუდენტები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ქმნიან პროფესიულ პორტფოლიოს, გადიან პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციებში და სწავლების დასრულებამდე იძენენ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ დასაქმების ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. სასწავლო პროცესს უძღვებიან როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ისე მედიის, კომუნიკაციისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმატებული პრაქტიკოსები.

 

კავკასიის მედიის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სასწავლო გარემოს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას, მათ შორის ერაზმუს+-ის ფარგლებში, თანამედროვე მედიასტუდიებს, კომპიუტერულ ლაბორატორიებსა და მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, რაც ქმნის პროფესიული და აკადემიური განვითარების საუკეთესო პირობებს. CSM-ის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ წამყვან ქართულ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებში, კომუნიკაციის, მარკეტინგის, კრეატიული ინდუსტრიებისა და საჯარო თუ კერძო სექტორის სხვადასხვა მიმართულებით.