კავკასიის მედიის სკოლაში 2019 წელს დაფუძნებული კვლევითი ცენტრის მიზანია ინტერდისციპლინური კვლევებისა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და მედიაინდუსტრიის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით.
ცენტრი იკვლევს თანამედროვე მედიაგარემოს - ტრადიციულ ჟურნალისტიკას, ციფრულ მედიასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მედიაპროდუქტებს. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ მედიაგზავნილების შექმნის, გავრცელებისა და აღქმის პროცესების შესწავლას, აგრეთვე ამ პროცესებში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის გაანალიზებას.
2025-2027 წლების სტრატეგიული მიმართულებები:
- აკადემიური კვლევებისა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მხარდაჭერა;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების ორგანიზება;
- საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და პარტნიორულ ინიციატივებში მონაწილეობა;
- კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის გზით მედიაწიგნიერების ხელშეწყობა.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: პროფესორი მაია მიქაშავიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი.
