კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. უნივერსიტეტი აცნობიერებს განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 68 ქვეყნის 265 პარტნიორს ითვლის.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, მოკლევადიან სასწავლო კურსებს, საზაფხულო და სასტიპენდიო პროგრამებს.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე პროგრამებს. ქართველ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მიაწვდის საზღვარგარეთ სასწავლო/სამუშაო გამოცდილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტებს კი, შესაძლებლობას მისცემს შეარჩიონ სასურველი სასწავლო პროგრამები, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასა და საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.
- კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და შეფასების მექანიზმები;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის წესი;
- პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევის წესი და უცხოელი სტუდენტებისა და აკადემიური, სამეცნიერო, მოწვეული პერსონალის მოზიდვის მექანიზმებ.
- CU Profile - All Educational Programs
- CU Degree - Programs in English
- Fact Sheet of CU