სიახლეები

09
ივნ
CU-ის საერთაშორისო კვირეულის პროგრამა 2026

1-5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, რიგით მე-5 საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ევროპის და აზიის 15 ქვეყნის 24 უნივერსიტეტის 40-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აკადემიურ წელს,  კავკასიის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვირეულს უკვე მეორედ უმასპინძლა. 

08
ივნ
ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

3-4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ულრიკე ტიპეს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, კარინ შმიდტს, უმასპინძლა.

04
ივნ
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.

02
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტი ვიცე-პრეზიდენტი NAFSA-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA - National Association of International Educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორლანდოში გაიმართა.

01
ივნ
საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნა

1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში მე-5 საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

29
მაი
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის ვიზიტი პარტნიორი უნივერსიტეტიდან

კავკასიის უნივერსიტეტმა 19-25 მაისს, მაზოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლონეთი, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს, იაკუბ ვოტალას უპასპინძლა. ვიზიტი დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზებით.

16
მაი
კულტურული დღე SMK გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ლიეტუვა

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები, სალომე იასაღაშვილი და სანდრო ვახტანგაძე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიეტუვაში, SMK გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებიან.

16
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის ვიც-პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, საქართველოში  კორეის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ჰიონ დუ კიმს უმასპინძლა. 

14
მაი
მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

13
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მელინე არაკელიანთან

11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, მელინე არაკელიანის საჯარო ლექცია: „დიპლომატია გამადიდებელი შუშის ქვეშ“.